Tuesday, November 22, 2016

IV დღის რეფლექსია

შევარჩიეთ სტანდარტი ჩვენი თემის მიხედვით და გავეცანით რა მნიშვნელობა აქვს სტანდარტთან შესაბამისობას.განვიხილეთ როგორ უნად შევარჩიოთ მიზნები,რომ იყოს მკაფიო და არა ბუნდოვანი .ვნახეთ განახლებული ბლუმუს ტაქსონომიის სიტყვები და 21-ე საუკუნის უნარ ჩვევების-სიტყვები,რაც მიზნის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა და მომავალშიც გამოვიყენებ.განვიხილეთ როგორ უნდა დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომლებიც დაგვეხმარა ჩვენ თემასთან დაკავშირებით კითხვების ჩამოყალიბებაში.ჩემთვის ნათელი გახდა როგორ უნდა განვასხვავოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ერთმანეთისაგან.მოცემული კითხვების სწორად შერჩევა გამოიწვევს მოსწავლეების გააქტიურებას და ინტერეს,მოცემული საკითხის ირგვლივ.

No comments:

Post a Comment