Wednesday, November 30, 2016
VII დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით პროექტის და მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკები,რომელიც ძალიან მომეწონა და აუცილებლად გამომადგება ჩემს პრაქტიკაში.ასევე შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი.დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო,ისევე როგორც გავლილი დღეები.
Wednesday, November 23, 2016
V დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსების წესი.ვნახეთ ხუთი მიზანი ,რომელიც მასწავლებლებმა პროექტზე მუშაობის დროს უნდა გაითვალისწინონ.მოცემული მიზნები ჩემი აზრით აუცილებლად გასათვალისწინებელია,არა მხოლოდ პროექტზე მუშაობისას არამედ ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესისათვის. ამ ხუთი მიზნის მიხედვით ავარჩიეთ შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები.შემდეგ შევადგინეთ წინარე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
Tuesday, November 22, 2016
IV დღის რეფლექსია
შევარჩიეთ სტანდარტი ჩვენი თემის მიხედვით და გავეცანით
რა მნიშვნელობა აქვს სტანდარტთან შესაბამისობას.განვიხილეთ როგორ უნად შევარჩიოთ მიზნები,რომ
იყოს მკაფიო და არა ბუნდოვანი .ვნახეთ განახლებული ბლუმუს ტაქსონომიის სიტყვები და
21-ე საუკუნის უნარ ჩვევების-სიტყვები,რაც მიზნის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა და მომავალშიც
გამოვიყენებ.განვიხილეთ როგორ უნდა დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.განვიხილეთ
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომლებიც დაგვეხმარა ჩვენ თემასთან დაკავშირებით
კითხვების ჩამოყალიბებაში.ჩემთვის ნათელი გახდა როგორ უნდა განვასხვავოთ ზოგადი, თემატური
და შინაარსობრივი კითხვები ერთმანეთისაგან.მოცემული კითხვების სწორად შერჩევა გამოიწვევს
მოსწავლეების გააქტიურებას და ინტერეს,მოცემული საკითხის ირგვლივ.
Tuesday, November 15, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღეს გავეცანით ბლოგის შექმნას და შევქმენით ახალი ბლოგი.განვიხილეთ ინტერნეტი როგორც საკომუნიკაციო საშუალება.მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის თემები.შემდეგ მოვძნებეთ და შევინახეთ ჩვენი თემის შესაფერისი სურათები და ამასთან ერთად შევავსესთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი.გავეცანით საავტორო უფლებების მნიშვნელობას და განვიხილეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებებზე,რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აუცილებლად გავაცნობ ჩემს მოსწავლეებს,როგორ შეავსონ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი,რათა არ დაირღვეს საავტორო უფლებები.
I დღის რეფლექსია
ტრენინგის პირველ
დღეს გავიცანით ერთმანეთი,გავეცანით viewer-ის
სახელმძღვანელოს.შევქმენით საქაღალდეები,შევინახეთ საჭირო რესურსები,გავეცანით სასწავლო
პროექტის გეგმის ნიმუშს.გავეცანით პორთფოლიოს ჩექლისთს,რომელიც ძალიან მომეწონა და
შევძლება მის გამოყენებას.გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკებს,რაც დამეხმარება სწორად შევადგინო
პროექტის გეგმა.პირველმა დღემ დამიტოვა იმის შთაბეჭდილება, რომ ეს ტრენინგი ბევრის
მომცემი იქნება ჩემი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)