Friday, December 9, 2016

IX დღის რეფლექსია

დღეს გადავხედეთ პორტფოლიოებს,გავაკეთეთ პრეზენტაციები და მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს,გავიხსენეთ გაზიარება და ლინკის დადება და შემდეგ ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები ბლოგზე.მოცემული ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი და საინტერესო იყო ჩემთვის,ძალიან გამომადგება მომავალი მუშაობის დროს.ტრენერი ძალიან საინტერესოდ და გასაგებად ხსნიდა ყოველ სამუშაო დღეს მოსაწოდებელ ინფორმაციას,რაც მიადვილებდა ახსნილი მასალის პრაქტიკაში გამოყენებას.

Saturday, December 3, 2016

VIII დღის რეფლექსია

დღეს გავიარეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების  გამოყენებით,ვიმუშავეთ  ბლოგზე,ჩვენს ნამუშევარს მოვუყარეთ თავი,შევქმენით პრეზენტაციის  შაბლონი,ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები დრაივზე.

Wednesday, November 30, 2016

VII დღის რეფლექსია

დღეს შევქმენით პროექტის და მოსწავლის ნამუშევრის  შეფასების რუბრიკები,რომელიც ძალიან მომეწონა და აუცილებლად გამომადგება ჩემს პრაქტიკაში.ასევე  შევქმენით მოსწავლის ნამუშევარი.დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო,ისევე როგორც გავლილი დღეები.

Wednesday, November 23, 2016

V დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩოს შევსების წესი.ვნახეთ ხუთი მიზანი ,რომელიც მასწავლებლებმა პროექტზე მუშაობის დროს უნდა გაითვალისწინონ.მოცემული მიზნები ჩემი აზრით აუცილებლად გასათვალისწინებელია,არა მხოლოდ პროექტზე მუშაობისას არამედ ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესისათვის. ამ ხუთი მიზნის მიხედვით ავარჩიეთ შეფასების  მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები.შემდეგ შევადგინეთ წინარე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Tuesday, November 22, 2016

IV დღის რეფლექსია

შევარჩიეთ სტანდარტი ჩვენი თემის მიხედვით და გავეცანით რა მნიშვნელობა აქვს სტანდარტთან შესაბამისობას.განვიხილეთ როგორ უნად შევარჩიოთ მიზნები,რომ იყოს მკაფიო და არა ბუნდოვანი .ვნახეთ განახლებული ბლუმუს ტაქსონომიის სიტყვები და 21-ე საუკუნის უნარ ჩვევების-სიტყვები,რაც მიზნის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა და მომავალშიც გამოვიყენებ.განვიხილეთ როგორ უნდა დავსვათ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,რომლებიც დაგვეხმარა ჩვენ თემასთან დაკავშირებით კითხვების ჩამოყალიბებაში.ჩემთვის ნათელი გახდა როგორ უნდა განვასხვავოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ერთმანეთისაგან.მოცემული კითხვების სწორად შერჩევა გამოიწვევს მოსწავლეების გააქტიურებას და ინტერეს,მოცემული საკითხის ირგვლივ.

Tuesday, November 15, 2016

მესამე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით ბლოგის შექმნას და შევქმენით ახალი ბლოგი.განვიხილეთ ინტერნეტი როგორც საკომუნიკაციო საშუალება.მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის თემები.შემდეგ მოვძნებეთ და შევინახეთ ჩვენი თემის შესაფერისი სურათები და ამასთან ერთად შევავსესთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი.გავეცანით საავტორო უფლებების მნიშვნელობას და განვიხილეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებებზე,რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აუცილებლად გავაცნობ ჩემს მოსწავლეებს,როგორ  შეავსონ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი,რათა არ დაირღვეს საავტორო უფლებები.